ქიშმიშევი სტეფანე
სტეფანე იოსების ძე ქიშმიშევი − (10.06.1833-12.08.1897), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (30.08.1888).
დაიბადა ტფილისში, სომეხი აზნაურის ოჯახში.
დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და 1860 წელს გენერალური შტაბის აკადემია. სამხედრო სამსახურში შევიდა 1850 წელს. მონაწილეობდა (1853-1856) წლების ყირიმის (აღმოსავლეთის), 1877-1878 რუსეთ-თურქეთის წლების ომებში და რუსეთის არმიის ლაშქრობებში შუა აზიაში.
1872 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1870-1877 წლებში განაგებდა ამიერკავკსიის მხარის სარკინიგზო და საზღვაო მიმართულებებით ჯარების გადაადგილებას.
1877 წლის 8 ნოემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
1878-1879 წლებში მსახურობდა არზრუმის ოლქის უფროსად.
1879-1885 წლებში იმყოფებოდა კავკასიის არმიის მთავარ სარდლის განკარგულებაში.
1885-1887 წლებში იმყოფებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებთან.
1887-1897 წლებში მეთაურობდა ტფილისის ადგილობრივ ბრიგადას.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ოქროს იარაღით (მამაცობისათვის - 1877), და რუსეთის ორდენებით.
წმ. სტანისლავის II (1868) და I ხარ.(მახვილებით - 1879),
წმ. ანას II (1870) და I ხარ.(1888),
წმ. ვლადიმერის IV (1864), (მახვილებით - 1868), III (1874) და II ხარ.(1886).
ავტორია რიგ სამეცნიერო შრომებისა.
გარდაიცვალა ტფილისში, დაკრძალული იყო ვანქის სომხური ტაძრის ტერიტორიაზე, (ახლ. ათონელის ქ., 1936 წელს, ტაძრის დემონტაჟთან დაკავშირებით, მისი ცხედარი და საფლავის ქვა დაიკარგა).