ღვინიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღვინიო (ლათ. Russula cyanoxantha (Schaeff.ex Fr.) რუს.Сыроежка сине-жёлтая)
ქუდი – 12 სმ დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ თითქმის ბრტყელი, დაღარული კიდეებით; ქუდი არათანაბრად არის შეფერილი. შუაში მომწვანოა ან მურა, კიდეებისკენ იისფერ მოწითალოა, იისფერ-ნაცრისფერი ან მონაცისფრო–მწვანე. ფირფიტები თეთრია.
ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 1-3 სმ სისქისაა, ცილინდრულია, სადა ზედაპირით, თეთრი.
რბილობი – თეთრი.
სპორები – ელიფსისებრია, გამჭირვალე, ხორკლიანი ზედაპირით, 7-10X6-7 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეში, ზაფხულ შემოდგომით. საჭმელად ახალი, დამწნილებული და გამშრალი იხმარება.