შავი არყი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შავი არყი – (Betula raddeada Trautv.); ოჯახი: არყისებრნი (Betulaceae). პატარა ზომის ხეებია, 8-10 მ სიმაღლის. ღეროები შავია, ერთწლიანი ყლორტები ოდნავ არის შებუსული ოსპისებური ჯირკვლებით. ფოთოლი კვერცხისებური ან კვერცხისებურ-ელიფსურია, 4,5 სმ-მდე სიგრძითა და 6 სმ-მდე სიგანით, 5-7 წყვილი გვერდითი ძარღვით. ყუნწი სქლად არის შებუსული და 4-5-ჯერ მოკლეა ფირფიტაზე. ნაყოფებიანი მჭადა გადახრილია ან სწორად მდგომი. ყვ. ნაყ. VIII-XI. კავკასიის ენდემური მცენარეა, იზრდება სუბალპურ ტანდაბრეცილ ტყეებში. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთში, სოფლების – ომალოს, დართლოსა და შენაქოს – მიდამოებში.