შავნაბადას ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შავნაბადას ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ხარფუხი); გიორგი მერჩულის ქუჩიდან თელეთის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც შესახვევი. XX საუკუნის 40-იან წლებში შავნაბადას შესახვევს, ვ. ხუციშვილის (ცურტაველის ქუჩის) II შესახვევთან ერთად, შავნაბადას ქუჩა დაერქვა. აქვს 1 ჩიხი.