შემცირებული შემადგენლობის სამხედრო ნაწილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შემცირებული შემადგენლობის სამხედრო ნაწილი – სამხედრო ფორმირებების მშვიდობიან პერიოდში შენახვის კატეგორია, რომლის დროსაც პირადი შემადგენლობის საშტატო რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია ომის დროს განსაზღვრულ რაოდენობაზე. იგი განისაზღვრება საჭირო დონეზე საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის შენარჩუნების, აგრეთვე ყოველდღიური საქმიანობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.
შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა და სხვა მატერიალური საშუალებები საომარი პერიოდის შტატის შესაბამისად ხანგრძლივი ვადით ინახება ნაწილებში, ცალკეული სახეები – ბაზებსა და საწყობებში.