შვანკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შვანკი –(გერმ. schwank, სიტყვასიტყვით – ხუმრობა), მცირე ზომის მოთხრობა მე-13–17 სს. გერმანულ ქალაქურ ლიტერატურაში, პირველხანად გამოთქმული ლექსად, შემდგომ კი პროზად. თემატურად ახლოს დგას ფრანგულ ფაბლიოსთან, ადრეული აღორძინების ნოველასთან. ასახავდა სხვადასხვა ფენების ცხოვრებას კომიკური კუთხით, ხშირად შეიცავდა სატირას კათოლიკე მამებზე და ნაწილობრივ, რაინდებზე. შვანკის საყვარელი გმირია მოხერხებული, საზრიანი მდაბიო. შვანკის გამორჩეული ოსტატი იყო ჰ. საქსი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები