შრომის საერთაშორისო დანაწილება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შრომის საერთაშორისო დანაწილება - (international division of labour), ცალკეული ქვეყნების სპეციალიზაცია გარკვეული სახის იმ საქონლის (მომსახურების) წარმოებაში, რომელთა დამზადებისთვისაც თითოეულ მათგანს სხვა ქვეყნებზე უკეთესი პირობები (ბუნებრივი ან შეძენილი) აქვს, ანუ აქვს აბსოლუტური უპირატესობა ამა თუ იმ საქონლის (მომსახურების) წარმოებისთვის. შრომის საერთაშორისო დანაწილება გულისხმობს ქვეყნების მოთხოვნის დაკმაყოფილებას არა მხოლოდ საკუთარი წარმოებით, არამედ საგარეო ვაჭრობის საშუალებითაც.