ცემენტის სიმტკიცე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცემენტის სიმტკიცე – ნებისმიერი ცემენტის ხარისხის ძირითადი თვისება – კლასი და მარკა. ცემენტის სიმტკიცე კუმშვაზე იცვლება 30-დან 60 მპა-მდე. შესაბამისად, ძელაკების სიმტკიცე ღუნვისას შეადგენს 4,5-6,5 მპა; 30-40 მპა სიმტკიცის ცემენტი მიეკუთვნება 300 მარკას, 40-50 მპა – 400 მარკას და ა.შ.

მშენებლობაში გამოიყენება 300, 400, 500, 550 და 600 მარკის ცემენტი. ევროპის ცემენტის ასოციაციის მიერ დადგენილია ცემენტის EKC კლასი: EKC – 32,5; სიმტკიცე 28-ე დღეს – 32,5-52,5 მპა. EKC – 42,5; სიმტკიცე – 42,5-62,5 მპა. EKC – 52,5; სიმტკიცე – 52,5 მპა და მეტი. ცემენტის ნამდვილ სიმტკიცეს უწოდებენ მის აქტიურობას. მაგ., თუ საკონტროლო ნიმუშების სიმტკიცე იქნება 45 მპა, ცემენტის აქტიურობა იქნება 45 მპა, მარკა – 400.

ბეტონის შედგენილობის დაპროექტებისას უკეთესია გამოვიყენოთ ცემენტის აქტიურობა, რადგან ის იძლევა უფრო ზუსტ შედეგსა და ცემენტის ეკონომიას. ცემენტის სიმტკიცის მატება 1 მპა-ით, იძლევა ცემენტის ხარჯის შემცირებას 2-5 კგ/მ3, უფრო მეტი ეკონომია მიიღება მაღალი სიმტკიცის ბეტონში. თუ დავუშვებთ, რომ ცემენტის აქტიურობა 2-4 მპა-ით მეტია მარკაზე და მას გამოვიყენებთ გაანგარიშებაში, ეს მოგცემს ცემენტის 5-20 კგ/მ3 ეკონომიას ბეტონში.

ცემენტის მრეწველობა ამზადებს 300-550 მარკის ცემენტს, 600 და მეტი მარკის ცემენტს – შეკვეთით. მაღალი მარკის ცემენტი სიმტკიცეს იღებს უფრო ჩქარა, ვიდრე დაბალი სიმტკიცისა. მაგ., 500 მარკის ცემენტს 3 დღის შემდეგ აქვს 20-25 მპა სიმტკიცე, ე.ი. მაღალი მარკის ცემენტი არის არა მარტო დიდი სიმტკიცის, არამედ სწრაფშემკვრელიც. ასეთი ცემენტის გამოყენება უზრუნველყოფს კონსტრუქციის სწრაფ განყალიბებასა და ამცირებს მშენებლობის ვადას.

ხანგრძლივად შენახვისას ცემენტი იკლებს სიმტკიცეში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის არასაკმარისადაა დაცული სინესტისა და ნახშირბადის აირისაგან ჰაერიდან. სამი თვის შენახვის შემდეგ სიმტკიცე იკლებს 10-20%-ით, 6 თვის შემდეგ – 30%-მდე, ერთი წლის შემდეგ – 40%-მდე. ხანგრძლივად ნადები (ჩაწოლილი) ცემენტის გამოყენების შემთხვევაში ბეტონის არევის დრო უნდა გავზარდოთ 2-4-ჯერ ან მოვახდინოთ ცემენტის აქტივიზაცია. წმინდად დაფქული სწრაფგამაგრებადი ცემენტი კიდევ უფრო ჩქარა კარგავს აქტიურობას, ამიტომ სასურველია მშენებლობაზე არ იყოს ცემენტის დიდი მარაგი. გარდა სიმტკიცისა, ცემენტს წაეყენება სხვა მოთხოვნებიც, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ნორმალური სისქელე, შეკვრის ვადები და დაფქვის სიწმინდე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები