ცენურუსის ბუშტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცენურუსის ბუშტი – (coenurus; ბერძნ. koinos საერთო + oura კუდი, ზოგიერთი ცესტოდას სითხით სავსე ლარვული ფორმა. ბუშტის შიდა გარსზე მიმაგრებულია მრავლობითი ჩანასახოვანი სკოლექსი.
Coenurus cerebralis (ლათ. cerebrum თავის) – ცესტოდა Multiceps multiceps-ის ლარვული ფორმა. ლოკალიზებს ცხვრის თავის ტვინში, იშვიათად – ზურგის ტვინში. ცხვრის ცენუროზის – რეტის აღმძვრელი;
Coenurus skrjabini – ცესტოდა Multiceps skrjabini-ს ლარვული ფორმა. ლოკალიზებს ცხვრის კუნთებსა და კანქვეშა უჯრედისში. იწვევს კუნთებისა და კანქვეშა უჯრედისის ცენუროზს.