ცესტოდოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცესტოდოზები – (cestodoses; აღმძვრელების კლასის დასახელება Cestoda + ბერძნ. oses დაავადებები), ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ჰელმინთოზები. მათი აღმძვრელების – ლენტისებრი ჰელმინთების (ცესტოდები) სქესმწიფე (ზრდასრული) ფორმები პარაზიტობენ ნაწლავებში, ხოლო ლარვული ფორმები (ტენიიდების შემთხვევაში) – სხვადასხვა შინაგან ორგანოში. გავრცელებულია ყველგან.