ციკლი (მათემატიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ციკლი
1. დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მოვლენათა (პროცესთა) განვითარების დასრულებული წრე.
2. ისეთი ჩასმა, რომ მისი ნებისმიერი სიმბოლო გადაადგილდება თავის თავში r-ჯერადი ჩასმის გამოყენებით (r სიგრძის ციკლი). ციკლისათვის იყენებენ აღნიშვნას (a1,a2,...,ar), ამასთანავე, ითვლება, რომ a1 გადადის a2-ში, a2 - a3 -ში და ა.შ., ar, გადადის a1-ში; ყოველი ჩასმა არის არაგადამკვეთი ციკლების ნამრავლი.
3. პერიოდული სიდიდის (პერიოდული ცვლილების თვისების მქონე სიდიდის) სრული ცვლა ერთი პერიოდის განმავლობაში.
ბერძნული kyklos ნიშნავს „წრეს“, „რაიმე დასრულებულს“. თანამედროვე მათემატიკაში ეს ტერმინი შემოიღო ფრანგმა ფრანგმა მეცნიერმა ე. ლაგერმა. პროგრამირებაში ტერმინი შემოიღო ლედი ა. ლავლეისმა.