ძაბვადი პორტლანდცემენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძაბვადი პორტლანდცემენტი – ცემენტი, რომელიც მიიღება პორტლანდცემენტის (65-75%), თიხამიწოვანი ცემენტისა (13-20%) და თაბაშირის (6-10%) წმინდად დაფქვით და არევით. ის თავდაპირველად მაგრდება და იძენს საკმაო სიმტკიცეს, შემდეგ ფართოვდება და ძაბავს რკინაბეტონის. სწრაფად მაგრდება. მისი სიმტკიცე 1 დღე-ღამის გამაგრების შემდეგ შეადგენს 15 მპა-ს, 28-ე დღეს კი უახლოვდება 50 მპა-ს. ძაბვადი ცემენტისგან დამზადებული რკინაბეტონის ნაკეთობა გამოირჩევა მაღალი ბზარმედეგობით. მას იყენებენ აირგაუმტარი კონსტრუქციების, ბენზინის საცავების, მიწისქვეშა და წყლისქვეშა სადაწნევო ნაგებობებისა და სასპორტო ობიექტების მშენებლობისათვის.