ძაღლის სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძაღლის სოკო (ლათ. Mutinus caninus Fr. რუს. Митинус собачий)
ნაყოფსხეული – დასაწყისში კვერცხისებრია, 2-3 სმ დიამეტრის სოკოს მომწიფებისას სხეული სკდება 2-3 ნაკვთად, საიდანა: ამოიზრდება ვარდისფერი ან მოწითალო-ნარინჯისფერი 6-12 სიმაღლისა და 0,4-1 სმ სისქის ცილინდრული სხეული, რომელი ბოლოში წაწვეტებულია. წვერი ღია-მოწითალოა, ქუდის გარეშე, დაფარული მომწვანო ლორწოთი, რომელსაც არასასიამოვნო სუნი აქვს. ცილინდრული სხეულის ძირში ახასიათებს გამსკდარი გარსის ნარჩენები.
სპორები – თეთრია.
რბილობი – თეთრი ფერისაა.
იზრდება ნიადაგზე გამხმარ ფოთლებს შორის, ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად უვარგისია. ერთ–ერთი იშვიათი სახეობაა.