წინარეხის ელიას ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წინარეხის ელიას ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კილომეტრზე, ტყეში, ჩადრისთავის მიდამოებში, მთის ფერდობზე. თარიღდება სავარაუდოდ X-XI საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (7 X 5 მ), ნაგებია საკმაოდ მოზრდილი კლდის ლოდებით. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. კარი გადახურულია ქვის დიდი ლოდით. დაზიანებულია: აღმოსავლეთ კედელი 1 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი, შიდა სივრცე ამოვსებულია ქვაყრილითა და მცენარეულობით, შიგ შესვლა შეუძლებელია. შესასვლელი სამხრეთ კედელშია კარი გადახურულია ქვის დიდი ლოდით.