ჭარბი ჩართულობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭარბი ჩართულობა - (over-inclusiveness), შიზოფრენიისა და შიზოფრენიის მსგავსი მდგომარეობებისათვის დამახასიათებელი აზროვნებისა და მეტყველების აშლილობები; ცნებათა არასაკმარისად მყარი საზღვრებით გამოიხატება, რაც უცხო და დაშორებული ასოციაციების შემოტევას იწვევს და აზროვნებას არასაკმარისად ზუსტს ხდის.