ჭედვით შედუღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭედვით შედუღება − წნევით შედუღება, რომლის დროსაც შესაერთებელი ნაწილები ალქმედ ღუმლებში განიცდის დნობის ტემპერატურამდე საერთო გახურებას, რის შემდეგაც ხორციელდება გამოჭედვით მათი პლასტიკური დეფორმაცია. ჭედვით შედუღება ძირითადად დაბალნახშირბადიანი ფოლადებისათვის გამოიყენება.