ჭობისხევის პეტროგლიფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭობისხევის პეტროგლიფი – სოფელი ჭობისხევი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ქვაბისხევის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 900 მეტრი, სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრის მოშორებით მთის ფერდობზე მეგალითური ნაგებობების ნანგრევებია. პეტროგლიფი განთავსებულია ქვედა ცალკე მდგომ ნაგებობების ჯგუფში არსებულ თოლოსის კედელზე.
კოორდინატები: 41°47'46.74"N, 43°18'41.11"E