ხელოვნების ჟანრები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხელოვნების ჟანრები – ხელოვნების სახეობათა არსებობისა და განვითარების ფორმები. ხელოვნების ჟანრების გაგება ჩამოყალიბდა XV–XVI საუკუნეებში. ხელოვნების ამა თუ იმ სახეობებში არსებობს ჟანრთა სხვადასხვაგვარი დაყოფა. ასე, მაგ: ფერწერისა და გრაფიკის ჟანრებს საფუძვლად უდევს რეალური სამყაროს ესთეტიკური მრავალსახეობის ცალკეული მხარეები – ისტორიული, ყოფითი, და სხვ. ჟანრის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი არსებითად თემატიკაა. მუსიკაში: საოპერო, სიმფონიური და ა. შ.