ხოლიხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხოლიხი − გიდელის მსგავსად მოქსოვილი ბადე, რომელიც თევზჭერაში გამოიყენებოდა.
თედო სახოკია: „ხოლიხი, ანუ გიდელის მსგავსი მოქსოვილი ბადე; ხოლიხს თავში საძირკველი ამ წყლის ფსკერზე დასაყრდომი კანაფისა აქვს, სწორი, ალაბის ან მეტ-ნაკლების სიგრძე, ხოლო დანარჩენი ორი მესამედი ნაწილი მიმაგრებულია ცერის სიმსხო ჯოხზე, რომელიც ბადის პირს რკალის მსგავს სახეს და სულ მუდამ ღია, გაშლილ მდებარეობას აძლევს. ამ რკალისავე შემწეობით ხოლიხი მღვრიე წყალში იდგმის, და ფეხით თუ ჯოხით ცდილობენ თევზის შიგ შერეკონ”.
ლიტერატურა
სახოკია. 1985:313;
ნიჟარაძე, 1971:438.