ხოხის ქედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხოხის ქედი − ქედი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საზღვარზე.
ხოხის ქედი, რომელიც გადაჭიმულია მდინარე არდონიდან მდინარე თერგამდე. ეს ქედი, რომლის სიგრძე საქართველოს ფარგლებში 130 კმ აღემატება, კავკასიონის მთელი აღმოსავლეთი ნაწილის ყველაზე ვრცელი გამყინვარების მქონე მონაკვეთია. ხოხის ქედის თხემზე მდებარეობენ მთა სივერაუტი (3767 მ), უღ. წითიხოხი (3905 მ), მთა საუხოხი (3711 მ), მთა ჯიმარა (4780 მ), მთა მაილი (4506 მ) და თვით მყინვარწვერი (5033 მ).