ჯაფარიძე ივანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯაფარიძე ივანე მიხეილის ძე (?) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია. 1921 წლის 25 იანვარს დამფუძნებელმა კრებამ დააკამაყოფილა ივანე ჯაფარიძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.
ბექა ქანთარია
ლიტერატურა
ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921), თბ., 2004.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი