ჰაბრონემოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰაბრონემოზი – (habronematosis; გვარის დასახელება habronema + ბერძნ. osis დაავადება), კენტჩლიქიანთა ჰელმინთოზი. აღმძვრელები – Habronema muscae და H.microstoma პარაზიტობენ კუჭის კედელში. H.muscae-ს ლარვები აზიანებენ ცხენის კანის საფარველს და ფილტვებს. ეს სახეობა გავრცელებულია ყველგან. დაავადება ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს.
სიმპტომები: ინტენსიური დაინვაზიების დროს – კატარული გასტროენტერიტი, პროგრესირებადი სიგამხდრე, სისუსტე, პერიოდული ჭვლები. ჰაბრონემოზების კანის ფორმის დროს კანზე ჩნდება ბურცობები, რომლებიც შემდეგ წყლულდება („ზაფხულის წყლული“).