ჰელიკონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰელიკონი – (ბერძნ.) მთა შუა საბერძნეთში.
გადმოცემათა თანახმად, ჰელიკონის მთაზე დავანებულნი იყვნენ მუზები, რომელთაც ზოგჯერ ჰელიკონიდებსაც უწოდებდნენ. ბერძენთა მითოლოგიის სისტემატიზატორი ჰესიოდე თავის პოემა „თეოგონიას“ ასე იწყებს: „წმინდა ჰელიკონის დიდებულ მწვერვალზე არის სამუდამო სავანე მუზების“. ჰელიკონზე მდებარეობდა პოეტური შთაგონების წყარო ჰიპოკრენე.