ჰელმანი ლილიან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლილიან ჰელმანი – (ინგლ. Lillian Florence Hellman, 1905-1984), ამერიკელი დრამატურგი ქალი.
30-იან წწ. აქტიურად ხელს უწყობდა ამერიკული სოციალური დრამის შექმნას. მის შემოქმედებაში ასახულია ამერიკელი ინტელიგენციის ბედი მე-2 მსოფლიო ომის წინ და მომდევნო წლებში. იგი არის ლირიკულ-ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნის ოსტატი.
პიესები:
- „ბავშვური ხუმრობა“,
- „დადგება დღე“,
- „რეინის მცველები“,
- „მელიები“,
- „ქარის ქროლა“,
- „შემოდგომის ბაღი“,
- „სათამაშოები სხვენზე" (და სხვ.).