ჰიდრია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიდრია – (ძვ. ბერძ. ὑδρία; ეს სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან ὑδωρ – წყალი, სითხე), ძველ საბერძნეთში გავრცელებული წყლის სამყურა ჭურჭელია. ორი ყური ჭურჭლის მხრებზე ჰორიზონტულადაა მიძერწილი, ხოლო მესამე - ყელზე ვერტიკალურადაა მიმაგრებული.