ჰიპერკინეზიური აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპერკინეზიური აშლილობა - (F90), (hyperkinetic disorder), აშლილობა, რომელიც ხასიათდება ადრეული დასაწყისით (ჩვეულებრივ, სიცოცხლის პირველი 5 წლის განმავლობაში); სტაბილურობის ნაკლებობით იმ სახის ქცევებში რომლებიც საჭიროებს კოგნიტიური სფეროს ჩართვას, ტენდენციით, რომ ერთი სახის მოღვაწეობიდღან მეორეზე გადასვლა მოხდეს დაწყებული საქმიანობის დამთავრების გარეშე, რაც შერწყმულია დეზორგანიზებულ, ცუდად რეგულირებად და გაიდაჭარბებულ აქტივობასთან.

შეიძლება აღინიშნიოს ზოგიერთი სხვა დარღვევაც. ხშირად არიან დაუდევრები, იმპულსურები, მიდრეკილნი უბედური შემთხვევებისადმი, არღვევენ დისციპლინურ მოთხოვნებს, მაგრამ უფრო დაუფიქრებლად, ვიდრე განზრახ დაუმორჩილებლობის მიზნით. უფროსებთან მათი ურთიერთობა ხასიათდება სოციალური განმუხრუჭებით, გაუფრთხილებლობითა და თავშეუკავებლობით. კოგნიტიური, მოტორული და მეტყველებითი ფუნქციების განვითარების სპეციფიკური შეფერხება არათანაბრად ხშირია. მეორადი გართულებაა დისოციალური ქცევა და დაბალი თვითშეფასება.

სინონიმი

ყურადღების დეფიციტური აშლილობა

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები