ჰომოგენიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰომოგენიზაცია
1. ტექნოლოგიური პროცესი ორი- ან მრავალფაზოვანი სისტემისა, რომლის მიმდინარეობის დროს მცირდება ქიმიური ნივთიერებებისა და ფაზების არაერთგვაროვნობის ხარისხი ჰეტეროფაზური სისტემის მოცულობის მიხედვით;
2. ტექნოლოგიური პროცესის სტაბილიზაციისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლება. მაგ., სილიკატური ნაკეთობების დამზადებისას აუცილებელია ნარევის ზედმიწევნით გასაშუალოება. ყველაზე ეფექტურად ეს პროცესი მიმდინარეობს შეწონილ მდგომარეობაში მყოფი ნარევის შერევისას. ნარევის შეწონილი მდგომარეობა შეიძლება მიღებულ იქნას მექანიკური ხერხით შესაბამისი რეჟიმებისა და სამუშაო ორგანოების მოძრაობის ტრაექტორიის შერჩევით ან ჰაერის შებერვით განსაზღვრული სიჩქარით. კრიტიკული სიჩქარის მიღწევისას ფხვნილის ნაწილაკები ხდება მოძრავი და იძენს ფსევდოსითხის თვისებებს.