Celsia orientalis L
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Celsia orientalis L. - ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 20-70 სმ, სწორად მდგომი, შებუსული. ღერო ზედა ნაწილში დატოტვილია, შეფოთლილი. ფოთლები ყუნწიანია, მოგრძო–ოვალური ფორმის. ქვედა ღეროსეული ფოთლები ფრთისებურად განკვეთილია და ხერხკბილა. ღეროსეული ფოთლები – მჯდომარე, ფრთისებურად ან ორჯერ ფრთისებურად დანაკვთული. ყვავილედი მეჩხერი მტევანია, გვირგვინი – ყვითელი. ყვ. ნაყ. IV-VII. გავრცელებულია მშრალ, თიხნარ-ქვიან ადგილებში, კლდოვან ფერდობებზე, ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, აგრეთვე საგარეჯოს მიდამოებში. საქართველოში გავრცელებულია სპორადულად.