ამანსიო ამარო ვარელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამარო ვარელა ამანსიო – (ესპ. Amancio Amaro Varela; დ. 16 ოქტომბერი 1939 ლა კორუნია — გ. 21 თებერვალი 2023, მადრიდი), ესპანელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა „დეპორტივოში“ (1957), „ფკ ლა კორუნიაში“ (1958-62) და მადრიდის „რეალში“ (1962-78) ევროპის 1964 6ლის ჩემპიონი, ესპანეთის 8-გზის ჩემპიონი. ნაკრებში ჩაატარა 43 მატჩი (პირველი: 25.11.1962 რუმინეთი I-3, ბოლო: 13.2.1974 იუგოსლავია 0-1) და გაიტანა 11 გოლი. მონაწილეობდა მსოფლიოს 1966 წ. ჩემპიონატში. 1968 წ. ითამაშა ფიფა-ს ნაკრებში ბრაზილიელთა წინააღმდეგ.