კილოგრამძალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კილოგრამძალა – ძალის ერთეული ერთეულთა ტექნიკურ სისტემაში. იგი ტოლია ძალისა, რომლითაც დედამიწა მიიზიდავს 1000გ მასის სხეულს იმ ადგილას, სადაც სიმძიმის ძალის აჩქარება 9,80665მ/წმ2 -ის ტოლია. აღინიშნება: კგძ. 1 კგd=9,80665 ნ. კგძ-ს ევროპის ბევრ ქვეყანაში ეწოდება კილოპონდი (kp).