მირიანაშვილი სანდრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანდრო მირიანაშვილი

სანდრო (ალექსანდრე) მირიანაშვილი – (12 (25). IX. 1915, სიღნაღი – 30.I.1987, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1966). 1934-45 (დროგამოშვებით) სწავლობდა თბილისის (ი. ტუსკიას საკომპოზიციო კლასში), მოსკოვის (გ. ლიტინსკისა და ნ. მიასკოვსკის საკომპოზიციო კლასი) და ლენინგრადის (ხ. კუშნარიოვის საკომპოზიციო კლასი) კონსერვატორიაში. ხელმძღვანელობდა საგუნდო ანსამბლებს ლენინგრადსა და თბილისში. მირიანაშვილი მრავალი სიმღერისა და რომანსის ავტორია. დაწერილი აქვს საბავშვო ოპერა „რუხი მგელი“ (1945), კრებული „ორმოცდაათი საფორტეპიანო პიესა ბავშვებისათვის“, მუსიკა დრამატული თეატრის სპექტაკლებისათვის. სიმღერებიდან და რომანსებიდან აღსანიშნავია „შევიშრობ ცრემლსა“, „საყვარელ ქუჩაზე“, „მერი“, „გაფრენა და გამარჯვება“, „დავდივარ ღამე ბნელადა“, „გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ“, „ნანა“ და სხვ.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები