პატი ადელინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადელინა პატი

ადელინა პატი – (19 თებერვალი 1843, მადრიდი − 27 სექტემბერი 1919, ბრეკნოკი, უელსი), იტალიელი მომღერალი (კოლორატული სოპრანო). 1859-იდან საოპერო სცენაზეა. უდიდესი წარმატებით გამოდიოდა მრავალ ქვეყანაში. 1897 დატოვა სცენა და მხოლოდ კონცერტებს მართავდა. ადელინა პატი XIX ს. ერთ-ერთი უდიდესი მომღერალი იყო. მას ჰქონდა წმინდა, წკრიალა ტემბრის ხმა და ვირტუოზული ტექნიკა. მის რეპერტუარში მთავარი ადგილი ეკავა იტალიელი კომპოზიტორების (როსინი, ბელინი, ვერდი და სხვ.) ოპერებს.





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები