საუნგ-ი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საუნგ-ი — ქნარის ნაირსახეობა, ერთ-ერთი უძველესი ბირმული საკრავთაგანი. მისი კორპუსი გაკეთებულია ხისაგან და ფორმით გვაგონებს მცურავ თევზს აბზეკილი კუდით. მის ღრუ ქვედა ნაწილზე გადაჭიმულია ირმის ტყავი, რომელზედაც მიმაგრებულია კბილანები შესაბამისი ნასვრეტებით სიმებისათვის. ეს კბილანები მოქმედებენ როგორც რეზონატორი. საუნგს 13 სიმი აქვს.