ქვემო დუნაის ვაკე
ქვემო დუნაის ვაკე (რუმინეთის დაბლობი) – მდებარეობს სამხრეთ კარპატებსა და ბალკანებს შორის, რუმინეთსა და ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილში, კარპატებსა და ბულგარეთის პლატოს შორის. შუა დუნაის ვაკისაგან გამოყოფილია „რკინის“, ანუ დუნაის ჭიშკრით, რომლის ფარგლებშიც მდინარის კალაპოტი 150-მ-მდე ვიწროვდება. იგი წარმოქმნილია კარპატებისა და ბალკანების შესაყარზე. შავი ზღვისაკენ ვაკე ღიაა. მდინარის დინების მიმართულებით ვაკის ზედაპირის სიმაღლე კლებულობს 150-200 მ-დან 10-15° მ-მდე. ჩრდილოეთ და დასავლეთ მთისწინეთებში ვაკე ხასიათდება ხშირი ეროზიული დანაწევრებით. ეროზიული ხეობები ვაკეს ანაწევრებენ პლატოსმაგვარ სერებად. სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ეროზიული დანაწევრების სიღრმე თანდათან კლებულობს. შავი ზღვის სანაპიროზე, დუნაის კლაკნილის შიგნით, მდებარეობს 467 მ-მდე სიმაღლის პლატოსმაგვარი დობრუჯის მაღლობი. შავი ზღვის მხარეზე მისი კალთები ციცაბოა. დამახასიათებელია კარსტული რელიეფი.
ჰავა
ქვემო დუნაის ვაკე ზომიერ სარტყელშია და ჰავაც ზომიერად კონტინენტური, ატლანტის ოკეანის გავლენისაგან გარკვეულწილად მთებით არის იზოლირებული. ზაფხული თბილი და ზომიერად ცხელია (საშუალოდ პლუს 20-22°, მაქსიმალური ტემპერატურა აღწევს 40°), სეზონის დამლევს ხშირად გვალვიანი, განსაკუთრებით ალფელდის ტერიტორიაზე. ზამთარი ზომიერად ყინვია ნია (საშუალოდ ნული – მინუს 2°, აბსოლუტური მინიმუმი ეცემა მინუს 30°-მდე). თოვლი ყოველთვის არ წარმოქმნის მდგრად საბურველს. ნალექების წლიური რაოდენობა ქვემო დუნაის ვაკეზე (350-400 მმ) ფარგლებშა.