აბუსერის ძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გრიგოლ აბუსერის ძე''' - [[არტანუჯის ერისთავი]] 1047-1070 წწ. [[აბუსერ (I) აბუსერიძე|აბუსერ აბუსერიძის]] შემდგომ. გრიგოლ აბუსერისძის შესახებ ცნობილია, რომ იგი, დაახლ. 1046/1047 წ., სულა კალმახის [[ერისთავი|ერისთავისა]] და მესხი აზნაურების თანადგომით, ცდილობდა ბაგრატ IV-ის დახმარებას, მაგრამ არყის ციხესთან მეფის მომხრეებმმა ლიპარიტ ბაღვაშისაგან მორიგი მარცხი იწვნიეს. ამ ბრძოლისას გრიგოლ არტანუჯის ერისთავი შეიპყრეს და ძელზე გასმის მუქარით აიძულეს არტანუჯი დაეთმო. არტანუჯი ლიპარიტის ხელში დარჩა მის დატყვევებამდე (1057), ხოლო გრიგოლი, როგორც ჩანს, ბაგრატ ბაგრატ IV-ს ახლდა კონსტანტინოპოლში, სადაც იგი იმყოფებოდა 1051-1054 წწ-ში. ამ პერიოდში უნდა გაეღო მას უხვი შეწირულება [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის მონასტრისათვის]], რის გამოც მის სახელზე 29 იანვარს მონასტერს „მაშენებელთა სწორი“ [[აღაპი]] დაუწესებია.
+
'''გრიგოლ აბუსერის ძე''' - [[არტანუჯის ერისთავი]] 1047-1070 წწ. [[აბუსერ (I) აბუსერიძე|აბუსერ აბუსერიძის]] შემდგომ. გრიგოლ აბუსერისძის შესახებ ცნობილია, რომ იგი, დაახლ. 1046/1047 წ., სულა კალმახის [[ერისთავი|ერისთავისა]] და მესხი [[აზნაური|აზნაურების]] თანადგომით, ცდილობდა [[ბაგრატ IV]]-ის დახმარებას, მაგრამ არყის ციხესთან მეფის მომხრეებმმა ლიპარიტ ბაღვაშისაგან მორიგი მარცხი იწვნიეს. ამ [[ბრძოლა|ბრძოლისას]] გრიგოლ არტანუჯის ერისთავი შეიპყრეს და ძელზე გასმის მუქარით აიძულეს [[არტანუჯი (ციხე-ქალაქი)|არტანუჯი]] დაეთმო. არტანუჯი ლიპარიტის ხელში დარჩა მის დატყვევებამდე (1057), ხოლო გრიგოლი, როგორც ჩანს, ბაგრატ IV-ს ახლდა კონსტანტინოპოლში, სადაც იგი იმყოფებოდა 1051-1054 წწ-ში. ამ პერიოდში უნდა გაეღო მას უხვი შეწირულება [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის მონასტრისათვის]], რის გამოც მის სახელზე 29 იანვარს მონასტერს „მაშენებელთა სწორი“ [[აღაპი]] დაუწესებია.
  
  

14:50, 9 მარტი 2021-ის ვერსია

გრიგოლ აბუსერის ძე - არტანუჯის ერისთავი 1047-1070 წწ. აბუსერ აბუსერიძის შემდგომ. გრიგოლ აბუსერისძის შესახებ ცნობილია, რომ იგი, დაახლ. 1046/1047 წ., სულა კალმახის ერისთავისა და მესხი აზნაურების თანადგომით, ცდილობდა ბაგრატ IV-ის დახმარებას, მაგრამ არყის ციხესთან მეფის მომხრეებმმა ლიპარიტ ბაღვაშისაგან მორიგი მარცხი იწვნიეს. ამ ბრძოლისას გრიგოლ არტანუჯის ერისთავი შეიპყრეს და ძელზე გასმის მუქარით აიძულეს არტანუჯი დაეთმო. არტანუჯი ლიპარიტის ხელში დარჩა მის დატყვევებამდე (1057), ხოლო გრიგოლი, როგორც ჩანს, ბაგრატ IV-ს ახლდა კონსტანტინოპოლში, სადაც იგი იმყოფებოდა 1051-1054 წწ-ში. ამ პერიოდში უნდა გაეღო მას უხვი შეწირულება ათონის მონასტრისათვის, რის გამოც მის სახელზე 29 იანვარს მონასტერს „მაშენებელთა სწორი“ აღაპი დაუწესებია.



წყაროები და ლიტერატურა

მატიანე ქართლისაჲ 1955: 302; მეტრეველი 1998: 144.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები