ადგილის დედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ადგილის დედა''' - წარმართული პანთეონის მითოლოგიური  პერსონაჟი, გარკვეული ადგილის, გეოგრაფიული გარემოს, უპირატესად, სამეურნეოდ სავარგული ფართობის მფარველი. ადგილის დედა ადგილის პატრონი. იგი მეურვეობს სოფელსა და მის მიდამოს, საქონელსა და მოსავალს.  
 
ადგილის დედა კეთილი და ადამიანთა შემწეა, მაგრამ ზოგჯერ მრისხანეცაა ადამიანთა მიმართ, თუ ისინი რელიგიურ  წეს-ჩვეულებებს ზუსტად ვერ იცავენ. ასეთ შემთხვეგაში ადგილის დედას ადამიანისათვის ზიანი მოაქვს ასნეულებს საქონელს, მოსავალს  
+
ადგილის დედა კეთილი და ადამიანთა შემწეა, მაგრამ ზოგჯერ მრისხანეცაა ადამიანთა მიმართ, თუ ისინი რელიგიურ  წეს-ჩვეულებებს ზუსტად ვერ იცავენ. ასეთ შემთხვევაში ადგილის დედას ადამიანისათვის ზიანი მოაქვს ასნეულებს საქონელს, მოსავალს  
 
აჩანაგებს. ადგილის დედა უახლოვდება მინდვრისა და ყვავილების მფარველის მინდორთ ქალის სახესაც ზოგჯერ მას სახლის ფუძის ანგელოზად მიიჩნევენ.  
 
აჩანაგებს. ადგილის დედა უახლოვდება მინდვრისა და ყვავილების მფარველის მინდორთ ქალის სახესაც ზოგჯერ მას სახლის ფუძის ანგელოზად მიიჩნევენ.  
  
ადგილის დედას აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ([[თუშეთი|თუშ]]-[[ფშავი|ფშავ]]-[[ხევსურეთი|ხევსურეთში]] [[მთიულეთი|მთიულეთ]]-[[გუდამაყარი|გუდამაყარსა]] და [[ხევი|ხევში]]) თაყვანს სცემენ, [[სანთელი (სარიტუალო)|სანთლებს]] უნთებენ. სოფელ ბუჩუკურთაში დაცულია ადგილის დედის ხატიც, მას გარკვეულ დღეებში დღესასწაულს უმართავენ, კვერებით, აშალით უმასპინძლდებიან. (''ფ.ზანდუკელი'')  
 
ადგილის დედა, ძირითადად, ქალის სახით არის წარმოდგენილი, მაგრამ ზოგან მას მამაკაცური სახე აქვს. იგი პატრონობს ადგილს, ადევნებს თვალ-ყურს მოსავლიანობას, ძროხის წველადობას, რძის შედღვებას და სხვა საქმიანობას. გულის მოსაგებად სოფელს მასთან მიაქვს შესაწირავი – პატარ-პატარა გულიანი ქადები, უნთებენ [[სანთელი (სარიტუალო)|სანთლებს]] და ღალიან-ბარაქიანობას შესთხოვენ. ხშირად ადგილის დედა [[გველი|გველის]] სახეს იღებს, როცა სურს ადამიანს ეჩვენოს. გველი, რომელიც მას განასახიერებს, სახლის [[საძირკველი (ნაგებობის)|საძირკველში]] იდებს ბინას და რძეს გამოუდგამენ ხოლმე. არათუ მის მოკვლას, დაფრთხობასაც ვერავინ გაბედავს. სახლის გველის სიკვდილი ოჯახის ამოწყვეტას იწვევს. როცა სახლში ვინმეს სიკვდილია მოსალოდნელი, გველი იძვრის საძირკველში და ხმას გამოსცემს. „ზედ აზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა“, ნათქვამია ერთ ხევსურულ ლექსში. მეორე ლექსი კი ოჯახის უფროსის სივვდილს ამგვარად გვამცნობს: „იწივლა გველმა ლიბოჩიაო (ლიბოში)“.
+
ადგილის დედა, ძირითადად, ქალის სახით არის წარმოდგენილი, მაგრამ ზოგან მას მამაკაცური სახე აქვს. იგი პატრონობს ადგილს, ადევნებს თვალ-ყურს მოსავლიანობას, ძროხის წველადობას, რძის შედღვებას და სხვა საქმიანობას. გულის მოსაგებად სოფელს მასთან მიაქვს შესაწირავი – პატარ-პატარა გულიანი ქადები, უნთებენ [[სანთელი (სარიტუალო)|სანთლებს]] და ღალიან-ბარაქიანობას შესთხოვენ. ხშირად ადგილის დედა [[გველი|გველის]] სახეს იღებს, როცა სურს ადამიანს ეჩვენოს. გველი, რომელიც მას განასახიერებს, სახლის [[საძირკველი (ნაგებობის)|საძირკველში]] იდებს ბინას და რძეს გამოუდგამენ ხოლმე. არათუ მის მოკვლას, დაფრთხობასაც ვერავინ გაბედავს. სახლის გველის სიკვდილი ოჯახის ამოწყვეტას იწვევს. როცა სახლში ვინმეს სიკვდილია მოსალოდნელი, გველი იძვრის საძირკველში და ხმას გამოსცემს. „ზედ აზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა“, ნათქვამია ერთ ხევსურულ ლექსში. მეორე ლექსი კი ოჯახის უფროსის სიკვდილს ამგვარად გვამცნობს: „იწივლა გველმა ლიბოჩიაო (ლიბოში)“.
  
ატაბეში ([[ხევსურეთი]]) ერთ ქალს გველი გასჩენია, [[აკვანი|აკვანში]] კი გოგო ეწვა. ჩაუწვებოდა ეს გველი გოგოს აკვანში, წამოაყენებდა დედა ორთავეს და ერთ ძუძუს გოგო სწოვდა, მეორე ძუძს – გველი. გაიზარდა ეს გოგო და მოსხლიტა დედამ ძუძუს, დააწყებინა [[პური]]ს ჭამა. რა ქნას გველმა, ვერ კბეჩავს პურს. დედას კი ენანება - ისიც ხომ მისი შვილია, და დაუფცქვნის პურს, დიდ ნატეხებს გოგო იღებს და ჭამს, ფქვილივით დაფცქვნილს კი გველი ლოკავს. გოგო კი ეუბნება: „ნუ ცუცუსა, ჭიავ, ლუკმა-ლუკმა ჭამეო). რომ გაიზარდა ეს გველი, სახლიდან გავიდა; სულ წივილ-წივილით გაუვლია ჭალაზე და, სადაც ადგილის დედაა, იმ ციხის ნანგრევში შესულა. როგორც კრავლიანი ბატკანი, ისეთი გამხდარა და არის მას შემდეგ იქ.
 
ხაზი 16: ხაზი 16:
  
== ლიტერატურა ==
 
== ლიტერატურა ==
* [[ჯავახიშვილი ივანე|ივ. ჯაეახიშვილი]], ქართველი ერის ისტორია, ტ. I, 1928;  
+
* [[ჯავახიშვილი ივანე|ივ. ჯავახიშვილი]], ქართველი ერის ისტორია, ტ. I, 1928;  
 
* ვ. ბარდაველიძე, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, 1941.
 
* ვ. ბარდაველიძე, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, 1941.
 
მიმდინარე ცვლილება 01:02, 23 იანვარი 2024 მდგომარეობით

ადგილის დედა - წარმართული პანთეონის მითოლოგიური პერსონაჟი, გარკვეული ადგილის, გეოგრაფიული გარემოს, უპირატესად, სამეურნეოდ სავარგული ფართობის მფარველი. ადგილის დედა ადგილის პატრონი. იგი მეურვეობს სოფელსა და მის მიდამოს, საქონელსა და მოსავალს.

ადგილის დედა კეთილი და ადამიანთა შემწეა, მაგრამ ზოგჯერ მრისხანეცაა ადამიანთა მიმართ, თუ ისინი რელიგიურ წეს-ჩვეულებებს ზუსტად ვერ იცავენ. ასეთ შემთხვევაში ადგილის დედას ადამიანისათვის ზიანი მოაქვს ასნეულებს საქონელს, მოსავალს აჩანაგებს. ადგილის დედა უახლოვდება მინდვრისა და ყვავილების მფარველის მინდორთ ქალის სახესაც ზოგჯერ მას სახლის ფუძის ანგელოზად მიიჩნევენ.

ადგილის დედას აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (თუშ-ფშავ-ხევსურეთში მთიულეთ-გუდამაყარსა და ხევში) თაყვანს სცემენ, სანთლებს უნთებენ. სოფელ ბუჩუკურთაში დაცულია ადგილის დედის ხატიც, მას გარკვეულ დღეებში დღესასწაულს უმართავენ, კვერებით, აშალით უმასპინძლდებიან. (ფ.ზანდუკელი)

ადგილის დედა, ძირითადად, ქალის სახით არის წარმოდგენილი, მაგრამ ზოგან მას მამაკაცური სახე აქვს. იგი პატრონობს ადგილს, ადევნებს თვალ-ყურს მოსავლიანობას, ძროხის წველადობას, რძის შედღვებას და სხვა საქმიანობას. გულის მოსაგებად სოფელს მასთან მიაქვს შესაწირავი – პატარ-პატარა გულიანი ქადები, უნთებენ სანთლებს და ღალიან-ბარაქიანობას შესთხოვენ. ხშირად ადგილის დედა გველის სახეს იღებს, როცა სურს ადამიანს ეჩვენოს. გველი, რომელიც მას განასახიერებს, სახლის საძირკველში იდებს ბინას და რძეს გამოუდგამენ ხოლმე. არათუ მის მოკვლას, დაფრთხობასაც ვერავინ გაბედავს. სახლის გველის სიკვდილი ოჯახის ამოწყვეტას იწვევს. როცა სახლში ვინმეს სიკვდილია მოსალოდნელი, გველი იძვრის საძირკველში და ხმას გამოსცემს. „ზედ აზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა“, ნათქვამია ერთ ხევსურულ ლექსში. მეორე ლექსი კი ოჯახის უფროსის სიკვდილს ამგვარად გვამცნობს: „იწივლა გველმა ლიბოჩიაო (ლიბოში)“.

ატაბეში (ხევსურეთი) ერთ ქალს გველი გასჩენია, აკვანში კი გოგო ეწვა. ჩაუწვებოდა ეს გველი გოგოს აკვანში, წამოაყენებდა დედა ორთავეს და ერთ ძუძუს გოგო სწოვდა, მეორე ძუძს – გველი. გაიზარდა ეს გოგო და მოსხლიტა დედამ ძუძუს, დააწყებინა პურის ჭამა. რა ქნას გველმა, ვერ კბეჩავს პურს. დედას კი ენანება - ისიც ხომ მისი შვილია, და დაუფცქვნის პურს, დიდ ნატეხებს გოგო იღებს და ჭამს, ფქვილივით დაფცქვნილს კი გველი ლოკავს. გოგო კი ეუბნება: „ნუ ცუცუსა, ჭიავ, ლუკმა-ლუკმა ჭამეო). რომ გაიზარდა ეს გველი, სახლიდან გავიდა; სულ წივილ-წივილით გაუვლია ჭალაზე და, სადაც ადგილის დედაა, იმ ციხის ნანგრევში შესულა. როგორც კრავლიანი ბატკანი, ისეთი გამხდარა და არის მას შემდეგ იქ.

პირველმოგებულ ბოჩოლას (ხბოს) და ციკანს კლავენ ადგილის დედაში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. I, 1928;
  • ვ. ბარდაველიძე, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, 1941.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ადგილის დედა ღვთისმშობელი

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები