ავათარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:46, 8 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავათარა – (ინდ.) ღვთაების გარდამოსვლა დედამიწაზე, მისი მოვლინება ადამიანის ან სხვა მოკვდავი არსების სხეულში (განხორციელება) ქვეყნისა და ადამიანების სახსნელად, სამართლიანობისა და ზნეობის აღსადგენად. განსაკუთრებით ცნობილია ღვთაება ვიშნუს ავათარები თევზის (წარღვნის მითოსში), კუს, ტახის, ლომკაცის, თეთრი ცხენის, ბუდას და სხვათა სახით.