ავარია (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავარია (სამხედრო) - (იტალიური avaria – დაზიანება), შემთხვევა, რომლის შედეგად დაზიანებულია ტექნიკა, დანგრეულია სამხედრო-სამრეწველო ობიექტები ან საინჟინრო ნაგებობები. იგი არ არის დაკავშირებული საბრძოლო ამოცანების შესრულებასთან და მოსახლეობის დიდ მსხვერპლთან (კატასტროფისგან განსხვავებით). ავარიის ყველაზე გავრცელებული მიზეზია: პირადი შემადგენლობის არასწორი მოქმედებები; ტექნიკის, მოწყობილობის, მასალების კონსტრუქციული და საწარმოო ნაკლოვანებები; გარე ფაქტორების (ჰიდრომეტეოროლოგიური და სხვა) ზემოქმედება.

ავარიის თავიდან აცილება შესაძლებელია: უსაფრთხოების ზომების დაცვით; შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის ობიექტების და ნაგებობების ექსპლუატაციის და შენახვის წესების დაცვით; პროფილაქტიკით, პირადი შემადგენლობის მომზადების და დისციპლინის მაღალი დონით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები