ანტიდორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Antidor.jpg|მარჯვნივ|250პქ]]
 
[[ფაილი:Antidor.jpg|მარჯვნივ|250პქ]]
'''ანტიდორი''' - სიტყვა ანტიდორი ბერძნული წარმოშობისაა, „ანტი“ ნიშნავს - წილს, ნაცვალს და „დიორონ“ - ძღვენს ანუ საჩუქარს.
+
'''ანტიდორი''' - [[სიტყვა]] ანტიდორი ბერძნული წარმოშობისაა, „ანტი“ ნიშნავს - წილს, ნაცვალს და „დიორონ“ - ძღვენს ანუ საჩუქარს.
 
კვეთისას [[ზიარება|ზიარების]] საიდუმლოს შესასრულებლად [[ტარიგი|ტარიგის]] ამოღების შემდეგ დარჩენილი დიდი [[სეფისკვერი|სეფისკვერის]] ნაწილი, რომელიც მზიარებლებს ურიგდებათ წყალგარეულ, დამტკბარ ღვინოსთან (სარღვნელი) ერთად. მისი მიღება მხოლოდ უზმოდ შეიძლება. ანტიდორის მიღება არ შეიძლება მოუნათლავთა, სხვა სარწმუნოების მიმდევართა, [[ეპიტიმია]] დადებულ და ზიარებისაგან განყენებულ მორწმუნეთათვის.  
 
კვეთისას [[ზიარება|ზიარების]] საიდუმლოს შესასრულებლად [[ტარიგი|ტარიგის]] ამოღების შემდეგ დარჩენილი დიდი [[სეფისკვერი|სეფისკვერის]] ნაწილი, რომელიც მზიარებლებს ურიგდებათ წყალგარეულ, დამტკბარ ღვინოსთან (სარღვნელი) ერთად. მისი მიღება მხოლოდ უზმოდ შეიძლება. ანტიდორის მიღება არ შეიძლება მოუნათლავთა, სხვა სარწმუნოების მიმდევართა, [[ეპიტიმია]] დადებულ და ზიარებისაგან განყენებულ მორწმუნეთათვის.  
  

მიმდინარე ცვლილება 01:00, 26 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

Antidor.jpg

ანტიდორი - სიტყვა ანტიდორი ბერძნული წარმოშობისაა, „ანტი“ ნიშნავს - წილს, ნაცვალს და „დიორონ“ - ძღვენს ანუ საჩუქარს. კვეთისას ზიარების საიდუმლოს შესასრულებლად ტარიგის ამოღების შემდეგ დარჩენილი დიდი სეფისკვერის ნაწილი, რომელიც მზიარებლებს ურიგდებათ წყალგარეულ, დამტკბარ ღვინოსთან (სარღვნელი) ერთად. მისი მიღება მხოლოდ უზმოდ შეიძლება. ანტიდორის მიღება არ შეიძლება მოუნათლავთა, სხვა სარწმუნოების მიმდევართა, ეპიტიმია დადებულ და ზიარებისაგან განყენებულ მორწმუნეთათვის.

უძველესი ტრადიციით პირველი ქრისტიანები ყოველი წირვის დროს ეზიარებოდნენ. ისინიც კი, ვინც რაიმე საპატიო მიზეზის გამო ვერ ესწრებოდა ლიტურგიას, საჭიროდ თვლიდნენ ზიარებოდნენ წმიდა ძღვენს. ამიტომაც დიაკვნებს დაჰქონდათ წმიდა ძღვენი ავადმყოფებისა და პატიმრებისათვის, ხოლო ვინც მოგზაურობდა, თან მიჰქონდა. დროთა განმავლობაში ასეთი სარწმუნოებრივი მოშურნეობა ნელ-ნელა გაქრა. ბევრი მორწმუნე წირვაზეც იშვიათად დადიოდა, ხოლო ტაძარში მყოფთაგან ბევრი არც ეზიარებოდა. სწორედ ამიტომ დაიწყეს დიდი სეფისკვერის იმ ნაწილების დარიგება მორწმუნეთათვის, რომლებიც რჩებოდა უსისხლო მსხვერპლიდან. თავიდან ამ ნაწილებს ეწოდებოდა დალოცვა (ბერძნულად - ევლოგია), იმიტომ, რომ შეწირული იყო და უკვე - ნაკურთხი, დალოცვილი (იმ დროს ევლოგია ერქვა თვითონ საიდუმლო სერობასაც), ხოლო ნაკურთხი პურის დარიგებას ეწოდა ანტიდორეა, რაც ნიშნავს დასაჩუქრებას.

პირველი მოწმობა ანტიდორის ნაწილების დარიგებისა მათთვის, ვინც არ ეზიარება, მიეკუთვნება VII საუკუნეს და მოიხსენიება IX საეკლესიო კრების წესებში.



[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები