ანუბისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:18, 7 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანუბისი – (ეგვიპტ.) მკვდართა მეოხე, ოსირისისა და ნეფთისის ძე; დედის მიერ გადაგდებული ახლადშობილი ისისმა ძაღლების დახმარებით იპოვნა, აიყვანა და გაზარდა. ანუბისი ისისის მცველი და თანამგზავრი გახდა მის ხეტიალში. ერთად ეძებდნენ ისინი ოსირისის ცხედარს.
წარმოდგენილია ტურისთავიანი კაცის სახით. მას შეჰყავს გარდაცვლილნი სამსჯავრო დარბაზში და თვალს ადევნებს მათი ცოდვა-ბრალის სასწორზე აწონვას.