არგენტინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:37, 18 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

არგენტინა (Argentina – არგენტინის რესპუბლიკა)სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. უკავია კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი; დასავლეთით ესაზღვრება ჩილე, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით – ოლივია, პარაგვაი, ბრაზილია და ურუგვაი, აღმოსავლეთით ეკვრის ატლანტის ოკეანე.

ფართობი – 2,8 მლნ. კმ2. მოსახლეობა 40,9 მლნ. კაცი (2012), 85% – არგენტინელები.

ოფიციალური ენა – ესპანური.

დედაქალაქი – ქ. ბუენოს-აირესი.

ადმინისტრაციულად იყოფა 22 პროვინციად. არგენტინა ფედერალური რესპუბლიკაა. ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები წარმოადგენენ სადავო ტერიტორიას დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის.

სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის პრეზიდენტს და ეროვნულ კონგრესს (ორპალატიანი პარლამენტი).

დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არგენტინა გამოცხადდა 1816 წლის 9 ივლისს.

იგი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში. სამხედრო მრეწველობა აწარმოებს ტანკებს, ჯავშან-მანქანებს, რაკეტებს, თვითმფრინავებს, ხომალდებს. აქ მდებარეობს ბირთვული კვლევების სამი ცენტრი.

საზღვაო პორტებია: ბუენოს-აირესი, კომოდორი-რივადავაია, ღოსარიო (სამდინარო), ლაპლატა, ბაია-ბლანკა.

ათი საერთაშორისო აეროპორტია.

შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა შეადგენს 73,1 ათ. კაცს (2012), შედგება სახმელეთო ჯარებისაგან 38,5 ათ., სამხედრო-საჰაერო 14,6 ათასი და სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან 20 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით. გასამხედროებული ფორმირებებია ჟანდარმერია (სამხედრო პოლიცია) და სანაპირო დაცვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები