აფრენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:06, 18 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აფრენა - თვითმფრინავის (ვერტმფრენის) აჩქარებული მოძრაობა გარბენის დაწყებიდან 10 მ სიმაღლის აკრეფამდე ჰორიზონტალური აფრენის დროს, ხოლო ვერტიკალური აფრენისას საფრენი აპარატის დედამიწის ზედაპირიდან (დასაჯდომი მოედანი, გემბანი) მოწყვეტის შემდეგ მინიმალურად დაშვებული სიჩქარის მიღწევასა და ძალური დანადგარის სამარშო რეჟიმში (ვერტმფრენისთვის – ზედაპირის გავლენისგან თავისუფალი სიმაღლის მიღწევამდე) გადასვლამდე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.