ბაზიარი ომარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ომარ ბაზიარი – დაიბადა 1942 წლის 2 იანვარს ვანის რაიონის სოფელ ციხესულორში.
განათლება – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი (1965).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო ხელმძღვანელ თანამდებობაზე (1967-95). პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №53 ვანის საარჩევნო ოლქი, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.