ბალეტმაისტერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:33, 4 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალეტმაისტერი – (გერმ. Balletmeister), საბალეტო სპექტაკლების, აგრეთვე საოპერო, საოპერეტო, დრამატული წარმოდგენების ქორეოგრაფიული ნაწილის ავტორი და დამდგმელი. იგი ქმნის ქორეოგრაფიულ მოძრაობათა ისეთ სისტემას, სადაც მკაფიოდ იკვეთება მხატვრული სახეები და სპექტაკლის სულისკვეთება. ბალეტ-მაისტერის სინონიმია ქორეოგრაფი.