ბარათაშვილი ბესარიონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:33, 24 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარათაშვილი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი) ბესარიონ (?-1937) - ჰაგიოგრაფი, ჰიმნოგრაფი, საეკლესიო მოღვაწე. ბერად აღკვეცის შემდეგ მოღვაწეობის პირველი პერიოდე დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გაატარა. 1730 წ. იგი კათალიკოსია. მისი ყურადღების ცენტრში იყო ქართული ჰაგიოგრაფიული კორპუსის შედგენის საქმე. 1713-33 წწ. თვით შექმნა მეტაფრასული ხასიათის თხზულებები: „ისე წილკნელის ცხოვრება“, რაჟდენ პირველმოწამის, არჩილ მეფის, ლუარსაბ მეფის, ბიძინა, შალვა და ელიზბარის „წამებანი“. მასვე ისე წილკნელისადმი, რაჟდენ პირველმოწამისადმი, უფლის კვართისადმი მიძღვნილი საგალობლები. ავტორია კათოლიკობის განსაქიქებლად დაწერილი პოლემიკური თხზულებისა „გრდემლი“. ბესარიონისეული „არჩილ მეფის მარტვილობა“ თარგმნილია რუსულად.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები