ბედისკვერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 8 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბედისკვერი - მომცრო კვერი, რომელსაც ახალ წელს აცხობდნენ იმდენს, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. კაცებს დაუკრავდნენ შოთებს, დედაკაცებს მრგვალ პურებს, ბავშვებს კი - კვერებს. პურში გარედან ჩაარჭობდნენ ერთ კვნიტ შაქარს, ჩამიჩსა და ნიგვზის კბილს. ბედისკვერი ახალი წლის დღეს, ბედისკვერობა დღეს ცხვებოდა.

ერთ მოზელაზე გამოაცხობდნენ, ოჯახის წევრებისა და საქონლის სახელზე და თითოეულს ჯოხით დანიშნავდნენ. ვისი ბედისკვერიც ცხობის დროს „გასუქდებოდა“, „სამზეოში“ კარგად იქნებოდა, ვისიც „გახმებოდა“, ავადმყოფობას ნიშნავდა.

ბედისკვერები თანასწორი სიდიდისა იყო, გარდა ერთისა, როემლსაც „ხარის გოგას“ უწოდებენ. იგი 5-ჯერ დიდია დანარჩენებზე და მასზე გუთნის ნიშანია გამოყვანილი. „ხარის კვერა“ დიდი იმიტომ იყო, რომ „წინათ ბედ-იღბალი ხარებზე იყო დამოკიდებული“.

ახალ წელს, დილას დიასახლისი მთელ ხიზანს ჩამოურიგებდა თავთავის ბედისკვერს. საახალწლო რიტუალის ჩატარების შემდეგ შეეძლოთ ბედისკვერის გატეხა და ლხინის დაწყება. ძროხების კვერს გომურში გაიტანდნენ, ხორბალს გადააყრიდნენ მუჭით და პატარ-პატარა ნატეხებს შეაჭმევდნენ. ცხვრისას თვითონ შეჭამდნენ და დაილოცებოდნენ.



ლიტერატურა

ალ. ჭინჭარაული, ხევსურულის თავისებურებანი, 1960, ს. მაკალათია, ფშავი, 1934. ე.ნ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები