ბერიძე ჯემალ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯემალ ბერიძე – დაიბადა 1944 წლის 13 აგვისტოს შუახევის რაიონის სოფელ ოლადაურში. — ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1966); ასპირანტურა (1973).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) პროპორციული წესით, №10 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „მშვიდობა“.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით, საგარეო-პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.