ბოზალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოზალი

ბოზალი, (ბოძალი) – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სულდის საკრებულოში, ახალქალაქის პლატოზე, კარწახის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1870-1950 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდან 21 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 178, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).
სოფლის თავდაპირველი სახელი „ბოძალი” უნდა ყოფილიყო. იგი ნიშნავს „ორპირ ისარს”, ან საბოძე ხეს, რომელსაც თავზე აქვს ორკაპად.

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები