ბუერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:22, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუერა – (Petasites albus [L.] Gaertn); ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია. ფირფიტა მომრგვალო-გულისებურია, ზედა მხარე შიშველია ან ხორკლიანი ბეწვით შემოსილი. ქვედა მხარე ლეგაა სქლად შებუსვის გამო. ფოთლები კიდეებზე ამოკვეთილ-მსხვილკბილებიანია. დაყვავილების შემდეგ ფოთლები დიდ ზომებს აღწევს. ყვავილები თეთრია ან ოდნავ მოყვითალო. ყვ. ნაყ. IV-VII. მცენარე იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. მდინარეთა ნაპირებზე, ტენიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან გავრცელებულია მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.