გვეტაძე ომარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 25: ხაზი 25:
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:ქართველი მკვლევარები]]
 
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:გვეტაძეები]]
 
[[კატეგორია:გვეტაძეები]]

მიმდინარე ცვლილება 20:15, 26 თებერვალი 2022 მდგომარეობით

ომარ გვეტაძე

გვეტაძე ომარ – (1954), პოეტი, მკვლევარი, პუბლიცისტი, უმაღლესი სკოლის პედაგოგი. დაიბადა ქუთაისში. 1975 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1984 წელს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ქართული ჰაგიოგრაფიის სიუჟეტი და კომპოზიცია (მე-5-11 სს).“ არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი საკვლევი თემებია: ძველი ქართული მწერლობა, ქართული ლიტერატურის საკითხები. მისი ლექსები და პუბლიცისტური წერილები მოსწავლეობის პერიოდიდან იბეჭდება პრესაში. პირველი ლექსი 1971 წელს გამოქვეყნდა საქალაქო გაზეთ „ქუთაისში“, ლექსების პირველი წიგნი „სიყვარულის სამრეკლო“ – 1991 წელს. სხვადასხვა დროს გამოიცა მისი პოეტური კრებულები: „ჟამი ფერისცვალებისა“ (1995), „უცხო სტუმარი“ (2004), „ვარდები ზამთარში“(2006), „იისფერი მაგნოლია” (2017), ლიტერატურული ნარკვევები (2010).


ოკრიბაში
სოკოს ვეძებდით ბავშვობისას ნაწვიმარ ტყეში...
გალუმპულ რტოზე უსხლტებოდათ მზის სხივებს ფეხი
და ნისლიც თრთოდა ჯადოსნური ქოხის ბოლივით.
ხშირად ისმოდა ჟრიამული: ვნახე, ვნახეო...
მოვაცილებდით სოველ ნეშოს მიმალულ სოკოს
და მერე ხელში ავიყვანდით მოსაფერებლად.
წითელ-ყვითელი სოკოებით სავსე კალათით
მივიჩქაროდით შინისაკენ სიზმრის ბილიკით!
დღეს ისე, როგორც ბავშვობაში ვეძებდი სოკოს,
დავეძებ სითბოს, თანაგრძნობას, სიყვარულს, იმედს...
შორს წამოვსულვარ,
ვეღარავის ხმას ვეღარ ვაწვდენ,
აღარც ძახილი: ვნახე, ვნახეო...
ხელცარიელი ვბრუნდები სახლში!


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები